რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა, თუ ათენი ანკარასთან სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ორ ქვეყანა უკვე მრავალი წელია, დავობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისების უფლებაზე.

„ან ისინი შეისმენენ პოლიტიკისა და დიპლომატიის ენას, ან მტკივნეულ შედეგებს იგრძნობენ. მათ უნდა შეიგნონ, რომ თურქეთს აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რომ გადახიოს თავსმოხვეული ამორალური რუკები და დოკუმენტები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მოვლენების ყველა შესაძლო სცენარით განვითარებისთვის მზადაა.

თურქული მედია წერს, რომ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკა დაიძრა, თუმცა თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გეგმური გადაადგილებაა და შექმნილ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული.

თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სეისმოლოგიური კვლევებს ატარებს. საბერძნეთი ამ ტერიტორიაზე მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს და ამიტომ პროტესტს გამოთქვამს. ევროკავშირი თურქეთს სანქციებით დაემუქრა.