რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო გეგმები არანაირ შედეგს არ მოიტანს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო გეგმები არანაირ შედეგს არ მოიტანს

სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ მოიტანს, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან უნდა იქნას არიდებული ყველა ნაბიჯი, რაც კონფლიქტის ესკალაციას ან მის გაფართოებას გამოიწვევს.

„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვით, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მიიჩნევს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ყველა ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე გაავრცელებს, თუმცა თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ამაში რას გულისხმობდა.