რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რამდენიმე დღეში თურქეთის არმია ქალაქ აფრინის ცენტრს ალყაში მოაქცევს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რამდენიმე დღეში თურქეთის არმია ქალაქ აფრინის ცენტრს ალყაში მოაქცევს

რამდენიმე დღეში თურქეთის არმია ქალაქ აფრინის ცენტრს ალყაში მოაქცევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, პარლამენტში „სამართლიანობის და განვითარების პაარტიის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია უფრო ინტენსიურად წარიმართება.

„გადავჭრით ყველა უცხოურ დახმარებას. ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, ვისაც თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან ტერორისტული კორიდორის შექმნა სურს, რომ ეს არ არის მარტივი ამოცანა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განაცხადებით, აფრინის რეგიონში სირიის არმიის განთავსების შესახებ ინფორმაცია პროპაგანდის ნაწილია, თუმცა ცრუ ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ ქურთებს და სირიის ხელისუფლებას შორის საიდუმლო ვაჭრობა გამორიცხულია.

სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ თურქეთმა 20 იანვარს დაიწყო.