რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთმა მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხო ზონა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი განაგრძობს იმას, რაც ორი დღის წინ შეაჩერა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთმა მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხო ზონა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი განაგრძობს იმას, რაც ორი დღის წინ შეაჩერა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქურთ მებრძოლებს თავს გაუსრესს, თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა კაისერის პროვინციაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქურთმა მებრძოლებმა შეთანხმების თანახმად, ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი განაგრძობს იმას, რაც ორი დღის წინ შეაჩერა.

როგორც ცნობილია, ერდოღანმა მომდევნო კვირაში ვლადიმერ პუტინთან უნდა გამართოს შეხვედრა. თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები სირიის ჩრდილოეთში არსებულ ვითარებასა და ოპერაციაზე ისაუბრებენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მის დარღვევაში თურქეთის ხელისუფლება და ქურთი მებრძოლები ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა საერთაშორისო მედიის ცნობით, 19 ოქტომბერს, დღის განმავლობაში სირიის ჩრდილოეთში სიმშვიდე იყო.

დატოვე კომენტარი