რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთების მხარდამჭერ „ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის” წევრებს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთების მხარდამჭერ „ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის” წევრებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცეცხლის შეწყვეტის პროცესში ქურთ მებრძოლებთან.
ერდოღანი შეხვდა სირი სურეია ონდერს და პერვინ ბულდანს, რომლებიც პარტიის დეპუტატები არიან.
აღნიშნული პირები ციხეში შეხვდნენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის” ლიდერს, აბდულა ოჯალანს, ვიდრე ის „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დაშლისკენ მოუწოდებდა.
პერვინ ბულდანის განცხადებით, ერდოღანთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ამ საკითხს განიხილავს დელეგაციის წევრებთან, რომლებიც ოჯალანს შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა.