რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქემალ ათათურქის ნაბიჯები არის „საგზაო რუკა“ დღევანდელი თურქეთისთვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქემალ ათათურქის ნაბიჯები არის „საგზაო რუკა“ დღევანდელი თურქეთისთვის

გვეუბნებიან, რას აკეთებთ აზერბაიჯანში, სირიასა და ლიბიაში, ათათურქის გზას მიჰყვებით? ისინი პატიოსნები არ არიან, თურქეთი კვლავ არის სირიაში, ლიბიასა და კავკასიაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 83 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს თურქეთის რესპუბლიკის გაფართოებას და განვითარებას, რათა რეგიონისა და მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავად იქცეს.

„ამ ერმა საკმაოდ კარგად იცის, სად და რა უნდა გააკეთოს და როცა მოქმედების დროა, მოქმედებს. მუსტაფა ქემალ ათათურქი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მსოფლიოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს, რათა წინ ყოფილიყო და არა უკან. ახლა ჩვენ შევქმენით „თურქული სახლი“ გაერო-ს შტაბ-ბინის წინ აშშ-ში, ნიუ იორკში. გაზი მუსტაფა ქემალის ნაბიჯები არის „საგზაო რუკა“ დღევანდელი თურქეთისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.