რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მსურს, აღვნიშნო, რომ თურქულენოვანი ქვეყნების პარტნიორობა სცილდება რუკებზე დატანილ საზღვრებს, ჩვენი ერთობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებსა და უძლიერეს ემოციურ კავშირს

15:05, 11.10.2026

მსურს, აღვნიშნო, რომ თურქულენოვანი ქვეყნების პარტნიორობა სცილდება რუკებზე დატანილ საზღვრებს. ჩვენი ერთობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს, მდიდარ კულტურასა და უძლიერეს ემოციურ კავშირს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „თურქული სამყაროს ახალგაზრდების შეხვედრის“ მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა თურქულენოვანი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა.

„ჩვენ კვლავაც მტკიცე მხარდაჭერას აღმოვუჩენთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აყვავებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე საერთო იდეალის გარშემო აერთიანებთ თქვენს ძალისხმევას. თურქეთი მიზნად ისახავს „ენაში, აზროვნებასა და ქმედებაში ერთიანობის“ იდეალი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიოს თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტის მეშვეობით, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს ანკარაში გაიმართება“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი