რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს დასავლეთს, დაეხმარონ ანკარას სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს დასავლეთს, დაეხმარონ ანკარას სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს დასავლეთს, დაეხმარონ ანკარას სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერდოღანი ევროპას ემუქრება.

„იძულებული გავხდებით, გავხსნათ კარები. რატომ გვაწევს ეს ტვირთი მხოლოდ ჩვენ? ვერ მივიღეთ საკმარისი მხარდაჭერა მსოფლიოსგან, განსაკუთრებით ევროკავშირისგან. თუ ასე არ მოხდება, იძულებული ვიქნებით, გავხსნათ კარები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, საიდანაც მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. 2018 წელს თურქეთში 268 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. თურქეთის ტერიტორიაზე სირიიდან დევნილი სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.