რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მკაცრად ვგმობ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე საზარელ თავდასხმას, თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას.
„მკაცრად ვგმობ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. თანაგრძნობას ვუცხადებ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას“ – განაცხადა ერდოღანმა.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
Azerbaycan’ın Tahran Büyükelçiliğine yapılan, bir güvenlik amirinin şehit edildiği menfur saldırıyı şiddetle kınıyorum. Azerbaycanlı kardeşlerimize başsağlığı dileklerimi iletiyor, yaralılarımıza acil şifalar diliyorum.
Türkiye can dostu ve kardeşi Azerbaycan’ın yanındadır. 🇹🇷🇦🇿
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) January 27, 2023