რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, თურქეთმა მზადება დაასრულა
მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, თურქეთმა მზადება დაასრულა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, გეგმები და პროგრამები შემუშავებულია და თურქეთი ევფრატის აღმოსავლეთით ტერორისტულ ბუდეებს დაანგრევს.
„სირიის საკითხის მოგვარების გარეშე, თურქეთს არ შეუძლია მომავლისკენ ნდობით გაიხედოს. სხვადასხვა ძალა ტერორისტულ ჯგუფებს ინსტრუმენტად იყენებს. თურქეთი მათ არასდროს დაანებებს, რომ სირიის რეჟიმის წახალისებით და „დაეშის“ აღორძინებით სირია ქაოსსა და სისხლისღვრაში ჩართონ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ სირიაში მთავარ საფრთხედ ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ასახელებს.