რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენთან შეხვედრას გულწრფელს და კონსტრუქციულს უწოდებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენთან შეხვედრას გულწრფელს და კონსტრუქციულს უწოდებს

გულწრფელი და კონსტრუქციული, – ასე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული მოლაპარაკებები.

როგორც „ბიბისის“ თურქულენოვანი სამსახური წერს, შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 90 წუთს გრძელდებოდა.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც უთანხმოება გვაქვს, და თანამშრომლობის შესაძლებლობები კონსტრუქციული მიდგომით. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავზრდით ჩვენს თანამშრომლობას, ვფიქრობთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე, რომლებიც მან შეხვედრის შემდეგ გამართა.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას არ განხილულა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბაიდენთან მოლაპარაკებებზე 1915 წლის მოვლენების საკითხს დააყენებდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მან ჯო ბაიდენი თურქეთში მიიწვია.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო ანკარას მიერ რუსეთისგან ეს-400-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენა იყო. ერდოღანის თქმით, მან შეხვედრაზე ეს-400-ების სისტემებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია გამოხატა.

ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის თურქეთის პრეზიდენტთან პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.