რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ღაზაში გენოციდი და ირანთან კონფლიქტი სწრაფად აღწევს წერტილს, რომლიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არის, ეს სიგიჟე მალე უნდა დასრულდეს

18:05, 20.06.2025

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ირან-ისრაელის დაპირისპირება სწრაფად მიაღწევს წერტილს, რომლის შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ იქნება.

ერდოღანის თქმით, დაპირისპირების შედეგებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს რეგიონზე, ევროპასა და აზიაზე მრავალი წლის განმავლობაში.

„სამწუხაროდ, ღაზაში გენოციდი და ირანთან კონფლიქტი სწრაფად აღწევს წერტილს, რომლიდანაც უკან დასახევი გზა არაა. ეს სიგიჟე რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

მსგავსი