რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივის

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს, ვოლფგანგ კუბიცკის, რომელმაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა, სასამართლოში უჩივის. 

თურქეთის პრეზიდენტის ადვოკატმა გერმანიის პროკურატურაში შეიტანა საჩივარი შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის.

თავად კუბიცკის თქმით, „კანალიზაციის ვირთხა“ არის „პატარა, საყვარელი, მაგრამ ჭკვიანი არსება“, რომელიც ჩნდება საბავშვო მოთხრობებში.

ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა ასევე გაიხსენა თამაში „კანალიზაციის ვირთხა კალე“ და ფილმი „რატატუი“.

ერდოღანის ადვოკატის თქმით, კუბიცკიმ იცის, რომ ტერმინი „კანალიზაციის ვირთხა“ ერდოღანთან მიმართებაში „კრიმინალური დანაშაულია“.

როგორც გერმანული მედია წერს, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, თურქეთმა გერმანიის ელჩი დაიბარა. პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ქვემო საქსონიაში, კუბიკიმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლტოლვილთა კრიზისის გამო. ​კუბიცკიმ ერდოღანს „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა და თურქეთის მთავრობა შემდეგი მიგრაციული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში დაადანაშაულა.