რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს ძალის გამოყენებას, თუ უშიშროების საბჭო ვერ შეძლებს ისრაელის თავდასხმების შეჩერებას ღაზასა და ლიბანში
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს ძალის გამოყენებას, 1950 წელს მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო ვერ შეძლებს ისრაელის თავდასხმების შეჩერებას ღაზასა და ლიბანში.
„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სწრაფად უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება და რეკომენდაცია გაუწიოს ძალის გამოყენებას, როგორც ეს გააკეთა 1950 წლის „მშვიდობისთვის გაერთიანების“ რეზოლუციით, თუ უშიშროების საბჭო ვერ აჩვენებს საჭირო ნებას“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
ერდოღანის თქმით, სამწუხაროა, რომ ხედავს მუსლიმური ქვეყნების უმოქმედობას ისრაელის წინააღმდეგ და მოუწოდა მათ, მიიღონ ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ზომები ისრაელის წინააღმდეგ, რათა აიძულონ იგი, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისრაელის თავდასხმები მუსლიმურ ქვეყნებსაც დაემუქრება, თუ მას მალე არ შეაჩერებენ.
ცნობისთვის, რეზოლუციის თანახმად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას შეუძლია, საქმეში ჩაერიოს, იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს – ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოების გამო, ისინი ვერ შეძლებენ საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებას. უშიშროების საბჭო არის გაერო-ს ერთადერთი ორგანო, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია, მიიღოს სამართლებრივად სავალდებულო გადაწყვეტილებები, როგორიცაა ძალის გამოყენების უფლება და სანქციების დაწესება.