რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპს წერილს პირადად დავუბრუნებ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპს წერილს პირადად დავუბრუნებ

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი, დონალდ ტრამპს დაუბრუნოს.

საუბარია წერილზე, რომელშიც ტრამპმა ერდოღანს ოქტომბრის დასაწყისში მისწერა და შემდეგ ის გაასაჯაროვეს. წერილში ტრამპი მოუწოდებდა თურქეთის ლიდერს „არ ყოფილიყო სულელი“.

„ჩვენ ადრე ვაცნობეთ ბატონ ტრამპს, რომ ტერორისტი სახელად ფერხატ აბდი შაჰინი, რომელსაც მაზლუმ კობანის ეძახიან არის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი. ტრამპთან საუბრის დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტის კონტაქტს ამ ადამიანთან. ჩვენ გვაქვს ტრამპის ცნობილი წერილი. მე მას აშშ-ის პრეზიდენტს პირადად გადავცემ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 9 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიწერილ წერილში, თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე აფრთხილებდა.

„ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი,“ – სწერდა დონალდ ტრამპი ერდოღანს.

დატოვე კომენტარი