რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეიდან მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეიდან მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება

მარცვლეულის გადაზიდვა დღეიდან გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

„პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღესმ შუადღიდან მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ დღეს მოგვიანებით მას სატელეფონო საუბარი ექნება უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გასულ შაბათს, მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. დღეს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო და „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა.