რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ღმერთს ვუტოვებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს პიროვნება, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ღმერთს ვუტოვებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს პიროვნება, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია

ჩვენ ღმერთს ვუტოვებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს პიროვნება, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაისერიში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, აუცილებელია ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება ყველა შესაძლებლობით.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, თურქი დიპლომატის დაბარება მიზნად ისახავს ერდოღანისთვის ცხადი შეტყობინების გაგზავნას.

„თქვენ, ვინც მხარს უჭერთ „ჰამასის“ კრიმინალების მიერ ჩვილების დაწვას, მკვლელებს, მოძალადეებს და დასახიჩრებებს, უკანასკნელნი ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლიათ. არ არსებობს ღმერთი, ვინც მოუსმენს მათ, ვინც მხარს უჭერს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეებს და დანაშაულებს „ჰამასიდან“ თქვენი ბარბაროსი მეგობრების მიერ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.