რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ხაზი გადავუსვით“ და მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ისრაელის ომის დანაშაულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ხაზი გადავუსვით“ და მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ისრაელის ომის დანაშაულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანს

თურქეთმა „ხაზი გადაუსვა“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელის ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრი აღარ არის ის, ვისთანაც საუბარი შეგვიძლია, ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ნეთანიაჰუმ დაკარგა ისრაელის მოქალაქეების მხარდაჭერა და სურს, რელიგიური რიტორიკის საშუალებით ხოცვა-ჟლეტვისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ომის დანაშაულებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომდე მიიტანს. ამ სამუშაოს ჩვენი შესაბამისი ორგანოები, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან ერთად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, იმოქმედოს როგორც ღაზის „გარანტორმა ქვეყანამ“ შეტაკებების შემდეგ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა ღაზაში მცხოვრები ხალხის მიმართ.