რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქვს თუ არა ისრაელს ატომური ბომბი? აქვს, მაგრამ რომ ჰკითხო, ამბობენ „არას“, ჩვენ კარგად ვიცით, რა არის სიმართლე, ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქვს თუ არა ისრაელს ატომური ბომბი? აქვს, მაგრამ რომ ჰკითხო, ამბობენ „არას“, ჩვენ კარგად ვიცით, რა არის სიმართლე, ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა

ჩვენ არ ვაპირებთ, დავივიწყოთ ისრაელის ბირთვული იარაღის არსებობის საკითხი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„აქვს თუ არა ისრაელს ატომური ბომბი? აქვს, მაგრამ რომ ჰკითხო, ამბობენ: „არა“. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის სიმართლე და ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არის ღაზის ჯალათი, რომელიც ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.

ერდოღანის განცხადებით, „ისრაელი არა მხოლოდ მკვლელი, არამედ ქურდიც არის და თურქეთი არ დაუშვებს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის კიდევ ერთხელ ოკუპირებას“.

„არსებობს გლობალური სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს რამდენიმე ქვეყნის ნებით. გაერო-ს კორუმპირებული სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. თურქეთი მზადაა, იყოს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გარანტორი ქვეყანა. ღაზა პალესტინის ტერიტორიაა. ღაზა პალესტინელებს ეკუთვნით და სამუდამოდ ასე დარჩება. ვინც ღაზაში შეიჭრა, ხვალ სხვა ადგილებს მოძებნის. ღაზის ჯალათმა – ნეთანიაჰუმ გამოავლინა, რომ მას ექსპანსიონისტური იდეალები აქვს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.