რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ბოლო 24 წელიწადში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, თურქეთმა ჯანდაცვის სფეროში მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ მსოფლიო მასშტაბით ლიდერად მიიჩნევა
ბოლო 24 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, უპირველეს ყოვლისა საქალაქო საავადმყოფოებში, თურქეთმა მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით ლიდერად მიიჩნევა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნა ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეები, შემოსავლის დონისა თუ პროფესიის მიუხედავად, ჰუმანურ მოპყრობას მიიღებენ.
„ადრე ჩვენი მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა. ყოველწლიურად ასობით ათასი უცხოელი პაციენტი მიმართავს თურქეთს მკურნალობის მიზნით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.