რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა, სადაც ოლაფ შოლცს შეხვდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა, სადაც ოლაფ შოლცს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

როგორც მედია წერს, 2020 წლის შემდეგ ეს თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია გერმანიაში.

შოლცთან შეხვედრამდე ერდოღანი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერს შეხვდა.

გერმანიის ლიდერთან შეხვედრისას ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის შეტევა ღაზას სექტორში და დაადანაშაულა ისრაელი ომის დანაშაულებში, ხოლო გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის პოზიცია, რომელიც ხაზს უსვამს „ისრაელის თავდაცვის უფლებას“.

ამასთან, ოლაფ შოლცმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ, ისრაელ-ჰამასის ომის გარდა, შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს სამხედრო ალიანსში, სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.