რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა

18:12, 24.10.2021

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა. თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიპ ერდოღანი აზერბაიჯანში 26 ოქტომბერს ჩავა.

როგორც ცნობილია, ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიალში და სიტყვითაც გამოვა.

ფიზული ერთ-ერთია იმ რაიონებს შორის, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გადავიდა.

ბოლოს თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში 2021 წლის ივნისში იმყოფებოდა.

მსგავსი