რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ და ევროპული ქვეყნები საკმარის ძალისხმევას არ დებენ ისრაელზე ზეწოლაში, რათა ის ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები საკმარის ძალისხმევას არ დებენ იმაში, რომ ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე, რათა ის ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.
თურქეთმა ღიად დაგმო ღაზაზე ისრაელის თავდასხმები და მოუწოდა ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.
სტამბოლში მუსლიმ მეცნიერებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ „ჰამასმა“ მიიღო კატარისა და ეგვიპტის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რაც ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტის საფუძველი იქნებოდა, მაგრამ, ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას არ სურს ომის დასრულება.