რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს მასპინძლობს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს მასპინძლობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს მასპინძლობს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა, სადაც მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

„ვისაუბრეთ სირიის კრიზისსა და მისი დარეგულირების გზებზე“, –  განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჰასან როუჰანი ერთმანეთს უახლოეს რამდენიმე საათში შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა კი, სირია იქნება.