რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ არის სამართლიანი და დაბალანსებული, ამ კრისიზში თურქეთის ჩათრევას არ დავუშვებთ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიდგომა რუსეთისა და უკრაინის ომის მიმართ არის სამართლიანი და დაბალანსებული. მისივე თქმით, არ დაუშვებს, რომ თურქეთი ამ კრიზისში ჩაითრიონ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბაბურთის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აგვისტოში თურქეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უმასპინძლებს.
„ომი უკრაინაში უკვე წელიწად-ნახევარია გრძელდება. ჩვენ მივისწრაფვით, რომ ომის ნეგატიური შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მინიმუმამდე შემცირდეს. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც ჩვენს სიახლოვეს ხდება, ზემოქმედებას ახდენს თურქეთზე“, – განაცხადა ერდოღანმა.