რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების გზაზე დადგა ისტორიულად გარდამტეხი მომენტი, რომ აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება და რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის მოლაპარაკებების ორგანიზებით, ცეცხლის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უკრაინასა და რუსეთს შორის მუდმივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა და უკრაინის აღდგენის პროცესების განხორციელებაში“.
Cumhurbaşkanımız @RTErdogan, Fransa Cumhurbaşkanı Emmanuel Macron ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
Görüşmede Türkiye ile Fransa ikili ilişkileri, bölgesel ve küresel konular ele alındı.
Cumhurbaşkanımız Erdoğan görüşmede, Ukrayna ile Rusya arasındaki savaşın sona…
— T.C. Cumhurbaşkanlığı (@tcbestepe) May 11, 2025