რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის საკითხს განიხილავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის საკითხს განიხილავს.
„შეხვედრაზე ვიკითხავთ, რატომ არის ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობა ასე დაძაბული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
ერდოღანის თქმით, მას უმუშავია „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტებთან და ასეთი დაძაბული ურთიერთობა არც ერთ მათგან ჰქონია.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და თურქეთის პირველი პირის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში 14 ივნისს გაიმართება.