რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესთავაზა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ლვოვში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა შესთავაზა.

„ბატონ ზელენსკისთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტი. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ეს განვუცხადე ბატონ პუტინს სოჭში შეხვედრის დროს. მე შევახსენე ბატონ ზელენსკის, რომ შეგვიძლია მათ შორის შეხვედრა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

უკრაინის ქალაქ ლვოვში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ასევე გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა გუშინ გაიმართა.