რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 13 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ანკარაში ამერიკის დელეგაციასთან გამართავს შეხვედრას. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

​რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დაგეგმილი ვიზიტის საკითხს გადახედავს, რადგან აშშ-ში გამართული დებატები, არგუმენტები, დიალოგები, მისი პერსონის და ოჯახის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები, თურქეთის სახელმწიფოს უპატივცემულობაა.

თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 13 ნოემბერს არის დაგეგმილი.