რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება რბოლას დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შორის.
„იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ჩვენი ხედვა ამერიკის მიმართ და ჩვენი მაღალი დონის დიალოგი ურთიერთობებში არ შეიცვლება“, – დასძინა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება ბოლოდროინდელ იმპულსს აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობებში და განაცხადა, რომ ანკარაში „კმაყოფილები არიან ბოლო დროს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ატმოსფეროთი“.