რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავა

18:51, 13.10.2021

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა.

შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოლაპარაკებები გამართა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მსგავსი