ჩემპიონთა ლიგის მატჩი „რეინჯერსსა“ და „ნაპოლის“ შორის ერთი დღით გვიან ჩატარდება ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის გამო.
შეხვედრა სამშაბათს, 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ 14 სექტემბერს გადაიტანეს ლოჯისტიკური პრობლემების გამო.
უფრო ადრე, ამავე მიზეზით გაუქმდა პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის ტურები, რომელიც უქმეებზე უნდა გამართულიყო.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ 4:1 გაანადგურა „ლივერპული“, „რეინჯერსი“ კი დიდი ანგარიშით დამარცხდა „აიაქსთან“ (0:4).