რეიკიავიკის მახლობლად მდებარე მთიდან ვულკანი ამოიფრქვა [ვიდეო]

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის მახლობლად მდებარე მთიდან ვულკანი ამოიფრქვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ვულკანი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, რომელიც ცნობილია, როგორც „სეისმურად ცხელი წერტილი“.

მედიის ინფორმაციით, შიდა ფრენები გადაიდო ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გზაზე წარმოქმნილი კვამლის გამო, რომელიც დედაქალაქს ქვეყნის უდიდეს აეროპორტთან აკავშირებს.

სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი რეიკიანესის ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დახურონ ფანჯრები და გამორთონ ვენტილაცია.

„მომდევნო საათებში დიდია ალბათობა იმისა, რომ ამოფრქვევის ადგილის გარშემო გაზი დაგროვდეს. მათ, ვინც უკვე წამოიწყო ლაშქრობა ამოფრქვევის ადგილზე ან უკვე იქ იმყოფებოდა, კატეგორიულად ვურჩევთ, დატოვონ ტერიტორია,” – აცხადებენ დეპარტამენტში.