რეი ბორგი ვეღარ იბრძოლებს - მერაბ დვალიშვილი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდება
„ემ-ემ-ეი ფაითინგ“-ის (MMAFighting.com) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ დვალიშვილის და რეი ბორგის ბრძოლა აღარ შედგება.
დაპირისპირების გაუქმების მიზეზი ბორგის შვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა. უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა, რომ დვალიშვილი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდება, რომელიც „კომბატ“-ის (Combat) ჩემპიონია. შერეულ ორთაბრძოლებში 30 წლის მებრძოლს სულ 15 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 11 მისი გამარჯვებით დასრულდა.
მერაბ დვალიშვილს კი ბოლო სამი ბრძოლა აქვს მოგებული და მეოთხე გამარჯვების მოლოდინშია.