რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 17 რეგიონული თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან. ამასთან, ფესტივალს უმასპინძლებს 13 ქალაქი.

ფესტივალი საზეიმოდ 14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ქალაქი ფოთი კი, ფესტივალის ბოლო კვირას უმასპინძლებს.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე.