რეგიონლიგის გათამაშების კენჭისყრა ქუთაისში გაიმართა
რეგიონლიგის გათამაშების კენჭისყრა ქუთაისში გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აჭარისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ქალაქ ქუთაისში რეგიონალური ლიგის გათამაშების კენჭისყრა ჩაატარეს.

კენჭისყრას ესწრებოდნენ აჭარისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და მათი გენერალური მდივნები. ასევე, კენჭისყრაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები. „ა“ და „ბ“ ჯგუფში გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

„ა“ ჯგუფი

„ტორპედო 2″ – ქუთაისი

„იმერეთი 2″ – ხონი

„ჩხერიმელა” – ხარაგაული

„მართვე” – ქუთაისი

„რაჭა” – ამბროლაური

„ჩიბათი” – ლანჩხუთი

„მარგვეთი 2006″ – ზესტაფონი

„ივერია” – ხაშური

„ზანა” – აბაშა

„საირმე” – ბაღდათი

„ბ“ ჯგუფი

„მერანი 2″ – მარტვილი

„მაჭახელა” – ხელვაჩაური

„მერცხალი” – ოზურგეთი

„სამგურალი 2″ – წყალტუბო

„შუქურა 2″ – ქობულეთი

„სულორი 2″ – ვანი

„ხიხანი” – ხულო

„სალხინო” – მარტვილი

„ციცქა” – თერჯოლა

„ა“ ჯგუფის გათამაშებას იმერეთის, ხოლო „ბ“ ჯგუფს აჭარის ფეხბურთის ფედერაცია უხელმძღვანელებს.