რეგიონის გუბერნატორის ცნობით, ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა
რეგიონის გუბერნატორის ცნობით, ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა

ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. შესაბამის ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი იგორ კობზევი ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ორი მფრინავი, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.

ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

არსებული ცნობებით, თვითმფრინავი ავიაქარხნიდან გამოფრინდა, როდესაც კატასტროფა განიცადა.