რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ისლანდიის მოსახლეობის 52.5% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხს მხარს არ უჭერს
წინასწარი შედეგებით, ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV იტყობინება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.5%-მა დაუჭირა მხარი.
„შედეგი აშკარაა, პასუხია „არა““, – აღნიშნავს ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მედიის ცნობით, დასათვლელად დარჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის საარჩევნო ოლქის მონაცემები, თუმცა, მათი შეფასებით, დარჩენილი ხმების რაოდენობას შედეგის შეცვლა აღარ შეუძლია.