რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის მიდგომა, რომელიც შეეფერებათ პოლიტიკოსებს
პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის მიდგომა, რომელიც შეეფერებათ პოლიტიკოსებს. რასაკვირველია, თუ მას ასე შეხედავ, როგორ შემოგხედავს თავად პუტინი?, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარას კონფლიქტის მხარეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს.
„ჩვენი შეხვედრა პუტინთან მართლაც განსხვავებული იყო, რადგან ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ პუტინ-ზელენსკის საქმეში. აქ არავის მტრად არ ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც მეგობრებს და ამ გზით ჩვენს შეხედულებას მოაქვს ორივე მხარის ჭეშმარიტად გულწრფელი მიდგომა“, – განაცხადა ერდოღანმა.