ავსტრიული საჯინიბოს „რედ ბულის“ ხელმძღვანელს კრისტიან ჰორნერს მიაჩნია, რომ მაქს ფერსტაპენი, ამ მომენტისთვის, მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელია. ფუნქციონერის თქმით, ახალგაზრდა პილოტთა ეპოქა ახლოვდება.
„ფერსტაპენი ჰემილტონზე უკეთესია? თუ ბოლო 12 თვით ვიმსჯელებთ, დიახ ასეა. დღეს ფერსტაპენი საუკეთესო პილოტია მსოფლიოში. როგორ დავადასტუროთ ეს? მას არ ჰყავს საუკეთესო მანქანა. მაგრამ შეხედეთ მის შედეგებს, რომელსაც ის ამ ბოლიდით 2018 წლის მონრეალის რბოლის შემდეგ აღწევს – მას ამ პერიოდში ერთი შეცდომაც კი არ ჰქონდა.
მოდის პილოტთა ახალი თაობა, ეს ბუნებრივი პროცესია. ლუისს უფრო მეტი გამოცდილება გააჩნია, ის დაუჯერებლად სწრაფია, მას საუკეთესო მანქანას ჰყავს. მაქსის დრო კი მხოლოდ ახლა მოდის. თუ მათ ჩემპიონობისთვის ერთი ერთზე ბრძოლა მოუწევთ, ეს ფანტასტიკა იქნება“, – განაცხადა „მოტორსპორტსთან“ (MotorSport.com) კომენტარში ჰორნერმა.