რედ ბულმა კონსტრუქტორთა თასი მოიგო #1TVSPORT
რედ ბულმა კონსტრუქტორთა თასი მოიგო #1TVSPORT

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა იაპონიის გრანპრიზე და მარტომ მოუტანა „რედ ბულს“ ტიტული გუნდურ ჩათვლაში. ავსტრიული გუნდისთვის ეს მეექვსე კონსტრუქტორთა თასია ისტორიაში.

სინგაპურში ერთი კვირის წინ ჩავარდნის შემდეგ ნიდერლანდელმა პოულიდან აიღო სტარტი და მთელი დისტანცია ლიდერობდა – გამონაკლისი იყო ორი წრე პირველი პიტსპოტის შემდეგ. კონკურენტებს ვერ დაეხმარა სეიფტი-კარი რბოლის დასაწყისში და ვერც სეიფტი-კარის ვირტუალური რეჟიმი. უკვე რბოლის შუაში ფერსტაპენს 12-წამიანი უპირატესობა ჰქონდა, ფინიშისთვის კი სხვაობა 19 წამამდე გაიზარდა.

ფერსტაპენმა სეზონში – მე-13, ბოლო 12 რბოლაში – მე-11 და კარიერაში 47-ე გამარჯვება მოიპოვა და მესამე ტიტულს მიუახლოვდა. მას შეუძლია მომავალ რბოლაში, რომელიც კატარში გაიმართება, ვადაზე ადრე იზეიმოს ჩემპიონობა.

ზედიზედ მეორედ მეორე ადგილი დაიკავა „მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა, რითიც კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა. მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანელის თანაგუნდელი ოსკარ პიასტრი – ეს მისი პირველი პოდიუმი იყო ფორმულა 1-ში. „მაკლარენის“ პილოტებმა რბოლის შუაში ბრძოლა გამართეს ერთმანეთში, მაგრამ შემდეგ საქმეში გუნდი ჩაერია და პიასტრიმ ნორისი წინ გაუშვა.

 

იაპონიის გრანპრი. სუზუკა. 53 წრე, 307.471 კმ

  1.  მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 53 წრე
  2. ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – +387
  3. ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – +755
  4. შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +998
  5. ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +376
  6. კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – +50.221
  7. ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +57.659
  8. ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +725
  9. ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – +79.678
  10. პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +155
  11. ლაიამ ლოუსონი (AlphaTauri, ავსტრალია) – 1 წრე
  12. იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – 1 წრე
  13. გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – 1 წრე
  14. ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 1 წრე
  15. კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – 1 წრე
  16. ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – უფინიშოდ
  17. ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – უფინიშოდ
  18. ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – უფინიშოდ
  19. სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – უფინიშოდ
  20. ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – უფინიშოდ

 

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი – 400 ქულა (13 მოგება)
  2. სერხიო პერესი – 223 (2)
  3. ლუის ჰემილტონი – 190
  4. ფერნანდო ალონსო – 174
  5. კარლოს საინსი – 150 (1)
  6. შარლ ლეკლერი – 135
  7. ლანდო ნორისი – 115
  8. ჯორჯ რასელი – 115
  9. ოსკარ პიასტრი – 57
  10. ლენს სტროლი – 47
  11. პიერ გასლი – 46
  12. ესტებან ოკონი – 38
  13. ალექს ალბონი – 21
  14. ნიკო ჰიულკენბერგი – 9
  15. ვალტერი ბოტასი – 6
  16. გუანიუი ჟოუ – 4
  17. იუკი ცუნოდა – 3
  18. კევინ მაგნუსენი – 3
  19. ლაიამ ლოუსონი – 2

 

კონსტრუქტორთა თასი

  1. რედ ბული – 623 ქულა
  2. მერსედესი – 305
  3. ფერარი – 285
  4. ასტონ მარტინი – 221
  5. მაკლარენი – 172
  6. ალპინი – 84
  7. უილიამსი – 21
  8. ჰაასი – 12
  9. ალფა რომეო – 10

10. ალფა ტაური – 5