ავსტრიული კომპანია Red Bull-ი აპირებს იტალიური საფეხბურთო კლუბის, „ტორინოს“ შეძენას.
როგორც გაზეთი La Stampa იტყობინება, კლუბის პრეზიდენტი ურბანო კაირო უკვე რამდენჯერმე შეხვდა კონცერნის წარმომადგენლებს.
წყაროს ცნობით, საინვესტიციო ბანკები ადასტურებენ Red Bull-ის ინტერესს იტალიური საფეხბურთო ბაზრისა და კლუბების მიმართ, რომლებსაც საკუთარი სტადიონი გააჩნიათ, კომერციული საქმიანობის განვითარებისთვის.
ცნობილია, რომ 2024 წლის სექტემბრიდან Red Bull-ი ტურინული კლუბის სპონსორია.
„ტორინო“ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულიანი კლუბია. მას სულ 12 ტიტული აქვს, რაც მეშვიდე მაჩვენებელია ყველა იტალიურ კლუბს შორის.