„ფორმულა 1“-ის ავსტრიული საჯინიბოს „რედ ბულის“ ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ გუნდი გააგრძელებს გამოსვლას 2021 წლის ჩემპიონატის შემდეგ, თუ სამეფო სერია ავსტრიული ბრენდის ინტერესებთან შესაბამისი იქნება.
„შეიძლება თუ არა „რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი წავიდეს რბოლებიდან 2021 წლის შემდეგ? ეს სრულად შესაძლებელია და მას ამის უფლება აქვს. მატეშიცი გატაცებულია ავტოსპორტით, „ფორმულა 1“-ით, სავსეა ენთუზიაზმით ახალ პარტნიორთან „ჰონდასთან“ თანამშრომლობით და პოტენციალით, რომელიც ამ პარტნიორობას გააჩნია, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ფორმულა 1“ უნდა შეესაბამებოდეს „რედ ბულის“ ბრენდს. რბოლები დაძაბული და სანახაობრივი უნდა იყოს, მაგრამ ეკონომიკურადაც რენტაბელური. უნდა გვქონდეს შესაძლებლობა – თანაბარ პირობებში ვიყოთ ქარხნულ გუნდებთან. ყველანი ველოდებით ახალ ამბებს იმაზე, როგორი მიმართულებით განვითარდება „ფორმულა 1“ 2020 წლის შემდეგ“, – – განაცხადა ჰორნერმა.
2018 წლის სეზონში „რედ ბულმა“ კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილი დაიკავა.