„რედ ბულ სოლო ქიუ“ (Red Bull Solo Q) – „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის (League of Legends) ერთი-ერთზე ოფიციალური ჩემპიონატის საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
შესარჩევი თამაშები საქართველოში 9, 10 და 16 მაისს „ონლაინ“, EUNE-ს რეგიონის სერვერზე გაიმართება.
17 მაისს კი, „ონლაინ“ გაიმართება საქართველოს შესარჩევი თამაშების ფინალიც.
მონაწილეობა შეუძლიათ „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის მოთამაშეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი და არიან საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე „რედ ბულ სოლო ქიუ“-ს ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.
Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი, „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის ყოველწლიურ – „ოლ სტარ“-ის (All Star 2020) შეკრების ნაწილი გახდება.
საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დასრულდება 7 მაისს, 18:00 საათზე.
2019 წლის გამოცდილება
„რედ ბულ სოლო ქიუ“ 2019 წლის ოქტომბერში „რედ ბულ პლეიერ ვან“-ის (Red Bull Player One) სახელით ჩატარდა საქართველოში. შესარჩევ თამაშებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო, მათგან მხოლოდ 16-მა საუკეთესომ ითამაშა „ოფლაინ“ შესარჩევი. 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ილია იაკობაშვილი, რომელმაც ქვეყნის სახელით ბრაზილიაში, ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა 29 ქვეყნის 25000 მოთამაშე.