„რედ ბულ სოლო ქიუ“-ზე (Red Bull Solo Q) რეგისტრაცია დაიწყო
„რედ ბულ სოლო ქიუ“-ზე (Red Bull Solo Q) რეგისტრაცია დაიწყო

„რედ ბულ სოლო ქიუ“ (Red Bull Solo Q) –  „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის (League of Legends) ერთი-ერთზე ოფიციალური ჩემპიონატის საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

შესარჩევი თამაშები საქართველოში 9, 10 და 16 მაისს „ონლაინ“,  EUNE-ს რეგიონის სერვერზე გაიმართება.

17 მაისს კი, „ონლაინ“ გაიმართება საქართველოს შესარჩევი თამაშების ფინალიც.

მონაწილეობა შეუძლიათ „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის მოთამაშეებს,  რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი და არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე „რედ ბულ სოლო ქიუ“-ს  ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.

Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი,  „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის ყოველწლიურ – „ოლ სტარ“-ის (All Star 2020) შეკრების ნაწილი გახდება.

საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დასრულდება 7 მაისს, 18:00 საათზე.

2019 წლის გამოცდილება

„რედ ბულ სოლო ქიუ“ 2019 წლის ოქტომბერში „რედ ბულ პლეიერ ვან“-ის (Red Bull Player One) სახელით ჩატარდა საქართველოში. შესარჩევ თამაშებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო, მათგან მხოლოდ 16-მა საუკეთესომ ითამაშა „ოფლაინ“ შესარჩევი. 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ილია იაკობაშვილი, რომელმაც ქვეყნის სახელით ბრაზილიაში, ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა 29 ქვეყნის 25000 მოთამაშე.