„რედ ბულ ლელოს“ გამარჯვებული გუნდი „ელიტა“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

გუნდი „ელიტა“ Red Bull Lelos 2021 წლის შეჯიბრების გამარჯვებულია. 24 ივლისს, ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე თაჩ რაგბის ჩემპიონატში ერთმანეთს 42 გუნდი დაუპირისპირდა.

რიგით მეექვსე Red Bull Lelosსაუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:

I ადგილი: ელიტა

II ადგილი: MoneyMen

III ადგილი: გოშა და ბავშვები

„ელიტა“ შეჯიბრებაზე მესამედ მონაწილეობს. წინა მცდელობები პირველი და მესამე ადგილით დასრულდა. გამარჯვების მიზეზი გუნდის კაპიტანმა, გიორგი აფრასიძემ „ბელადის დაბრუნებით“ ახსნა: „პირველ ცდაზე გავიმარჯვეთ, მეორედ, სამწუხაროდ, გუნდის ბელადი არ ჰყავდათ, ჩემ თავზე ვამბობ და მესამე ადგილით დაბრუნდნენ შინ. წელს მიზანი იყო გართობა და, რა თქმა უნდა, გამარჯვება“.

სანდრო ნიჟარაძე, Red Bull Lelosსპორტული დირექტორი:„ეს ტურნირი საშუალებას აძლევს ყველა მოთამაშეს ჩაერთოს, გაერთოს და ისიამოვნოს. წელს შევცვალეთ წესები და მეტ პროფესიოანლ მოთამაშეს მივეცით საშუალება ეთამაშა Red Bull Lelos“.

Red Bull Lelos-ზე პირველად იმსაჯა ნიკა ამაშუკელმა: „Red Bull Lelos ხელს უწყობს რაგბის პოპულარიზაციას, ეს არის რაგბის სახალისო და გასართობი მიმდინარეობა, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია. პირველად ვმსაჯობ ამ შეჯიბრებაზე და მოუთმენლად ველი ამ გამოცდილებას.“