„რეალში“ ვინისიუსის ჩავარდნას საუდის არაბეთიდან შეთავაზებას უკავშირებენ #1TVSPORT
მადრიდის „რეალში“ შეშფოთებულნი არიან ბრაზილიელი გარემარბის, ვინისიუსის ჩავარდნით, – ამტკიცებს ესპანური გაზეთი AS-ი.
ფეხბურთელმა ახალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონის რიგებში რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ვინისიუსის დარტყმების რეალიზაციის პროცენტი 25-დან შვიდამდე დაეცა.
წყაროს ცნობით, შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ მოთამაშის სტატისტიკური მაჩვენებლები, არამედ ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი ვერ იღებს სიამოვნებას თამაშისგან და ვერ ავლენს მისთვის დამახასიათებელ ბრძოლის ჟინს.
„რეალში“ მიაჩნიათ, რომ ვინისიუსის ჩავარდნა შეიძლება უკავშირდებოდეს წინადადებას საუდის არაბეთიდან, სადაც მას წელიწადში 350 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
ასევე, კლუბში არსებობს აზრი, რომ გარემარბს კონცენტრაციაში ხელს უშლის ამასწინდელი სკანდალი, რომელიც გამოწვეული მისი გამონათქვამებით რასიზმსა და ესპანეთისთვის მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე.