„რეალში“ ხელფასები 10 პროცენტით შემცირდება
„რეალში“ ხელფასები 10 პროცენტით შემცირდება

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მოელაპარაკა მოთამაშეებს ხელფასების 10 პროცენტით შემცირების შესახებ, – წერს გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, „რეალს“ არ აქვს პრობლემა თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით, მაგრამ კლუბში მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი იმ ფონზე, რომ შემცირებულია შემოსავალი კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შედეგად, „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებში ხელფასები 10 პროცენტით შემცირდება.

ასევე აღნიშნავენ, რომ „რეალი“ არ გაიფორმებს ახალ ფეხბურთელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ახალი მოთამაშეები მადრიდულ კლუბში გამოჩნდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვინმეს გაუშვებენ.