„რეალში“ განაცხადეს, რომ მბაპესთვის მადრიდული კლუბის კარი სამუდამოდ დაიხურა #1TVSPORT
„რეალში“ განაცხადეს, რომ მბაპესთვის მადრიდული კლუბის კარი სამუდამოდ დაიხურა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს გარემოცვას გამოუცხადა, რომ ფეხბურთელისთვის კლუბის კარი სამუდამოდ დაიკეტა, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ABC-ის ჟურნალისტმა ტომას გონსალეს მარტინმა.

მომავალში ვინც არ უნდა იყოს „რეალის“ პრეზიდენტი, მადრიდული კლუბი არ გაიფორმებს მბაპეს. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებით, მბაპე ღალატი ჩაიდინა. კილიანი დაპირდა მადრიდელებს, რომ ზაფხულში მათ შეუერთდებოდა, მაგრამ პირობა დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. 23 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.