მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა როდრიგომ ტრავმა მიიღო ლა ლიგას მე-15 ტურში „გრანადას“ წინააღმდეგ მატჩში.
19 წლის ბრაზილიელი პირველი ტაიმის მიწურულს, საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან – მიზეზი მარჯვენა ბარძაყის ტრავმა იყო.
„რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ როდრიგოს კუნთის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. დაზიანების ხარისხი სერიოზულია და ბრაზილიელი დაახლოებით სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
2020-21 წლების სეზონში როდრიგომ მადრიდულ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.